вторник, 19 января 2010 г.

ქალბატონი ელენე ქონიაშვილი ძალიან თბილი და ამავე დროს სიმართლის მოყვარული ქალი, ძალიან მიზიდავდა... ბევრი რამ ვისწავლე მისგან როგორც პედაგოგისგან. იგი არაჩვეულიბრივი მოქართულე, საგნის კარგი მცოდნე და რაც მთავარია თავისი სოფლის მემატიანე და დამცველი იყო...

იგი წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ჩანაწერებს... წერდა სასიამოვნო ლექსებს და ყოველთვის ასე მიაწერდა– ელკას მოგონებულიო.... მისი ჩანაწერები და მოთხრობები საქართველოს ქალში იბეჭდებოდა...

მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე  მისგან და დღემდე მისი ერთგული ვრჩები. ყოველთვის ვიყავი მისი გულის მესაიდულმლე....

როდესაც ელო მასწავლებელი (მე ყოველთვის ასე მივმართავდი) პენსიაში გავიდა, ძალიან დამაკლდა, მინდოდა მენახა ყოველთვის მაგრამ დაუძლურებული არა!

გარდაცვალების დღეს, გულით ვიტირე და დღესაც მარადიულია მისი ხსოვნა ჩემს გულში. უბრალოდ არასდროს ვიხსენებ მას... ვიხსენებ ისე როგორც მის მეუღლეს ყველასათვის საყვარელ და პატივსაცემ იოსებ ელიზბარაშვილს ეკადრება...

 

              დალი გენგიური

    ქვეშის სკოლის ქართულის მასწავლებელი



არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსებობით ალამაზებენ სოფელ –ქვეყანას.

ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენს სოფელში: ელო მასწავლებელი და სოსო მასწავლებელი, რომელიც ძალიან უხდებოდნენ სოფელს. ,, მასწავლებელი’’– ამ ეპითეტის გარეშე წარმოუდგენელია მათი სახელები და მათ გარეშე წარმოუდგენელია ქვეშელი ახალგაზრდობის განათლება. მათი სახელები დღეს სიწმინდითაა ქცეული და სიკეთის, სათნოების და პატიოსნების სიმბოლოა.

მე, რადგანაც ,, სიტყვებს ვერ ვპოულობ, მათ შესაფერსა,“ გავიხსენებ მხოლოდ ერთ ეპიზოდს ელო მასწავლებლის უკანასკნელი დღეებიდან: მე დამწყები პედაგოგი ვიყავი, როდესაც ელო მასწავლებლის ავადმყოფობა გავიგეთ, სკოლაში გადავწვყვიტეთ მის სანახავად წასვლა. ეს რომ გაიგო ელო მასწავლებელმა წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც გვთხოვდა  არ მივსულიყავით  მის სანახავად ,,არ მინდა ჩონჩხადქცეული მნახოთ,“– მხოლოდ ერთი დასვენება შემომწირეთ“–ო, გვწერდა ის... ჩვენ მართლაც შევწირეთ ერთი დასვენება, ( თუმცა ბევრად მეტის ღირსი იყო) და ცრემლიანი თვალით წავიკითხეთ მის მიერ გამოგზავნილი წერილი, მაგრამ ის იყო ზღვაში წვეთი, მათი ღვაწლი და ამაგი დაუფასებელი დარჩა, მაგრამ დღეს მათი სახელები სიფელში დაუვიწყარია და მოწიწებით ვიხრით ქედს მათი აღზრდილები, თუმცა ეს უკვე ,, დაგვიანებული ყვავილებია“

....... მათ გვირგვინები არ უძებნიათ, უჩუმრად წავიდნენ სკოლიდან და უჩუმრად წავიდნენე ამ ქვეყნიდან, მაგრამ რას ვიზანთ ,, დიდებული ადამიანები ხომ უძეგლოდ იკარგებიან...“

 

          გიული ბეთლემიშვილი

          ქვეშის საჯარო სკოლის

   ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

                       2009წელი



სიმკაცრეში შეპარული სითბო, სიმართლის მოყვარული, ბობოქარი სული – ასეთი იყო ელენე ქონიაშვილი.

ოთარაანთ ქვრივის მსგავსად ტკბილი სიტყვა მაინცდამაინც არ უყვარდა. უსამართლობას, უზრდელობას, უწიგნურობას, უპასუხისმგებლობას ვერ იტანდა და მისთვის საყვარელი ადამიანიც რომ ყოფილიყო პირში მიახლიდა სიმართლეს.

უხაროდა მისი პროფესია რომ ავირჩიე.

ამბობდა– ჩვენ ადამიანთმცოდნეები ვართო...

უნივერსიტეტს წმინდა ადგლიდად თვლიდა და ხშირად მეუბნებოდა: მის კედლებში სამშობლოს სიყვარულსაც სხვანაირად იგრძნობო.

ბოლოს მძიმე ავადმყოფი ვინახულე, კარი რომ გავაღე გადმომხედა და ვაჟას ლექსი მითხრა:

,, კიდევაც ვნახავ ცა ჭექდეს,

   თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,

   ანოყივრებდეს მიწასა,

   მდინარეები ხვიოდეს...

   აღარვინ იტანჯებოდეს

   აღარავისა  შიოდეს.

    სიმართლის გამარჯვებასა

    მთაზე არწივი ყიოდეს.“

ეს იყო 1991 წლის იანვარი – თავისუფალი საქართველოს გარიჟრჟი...

დიახ, წავიდა იმ რწმენით, რომ ჩვენ ყველანი თავისუფალ საქართველოში ბედნიერად ვიცხოვრებდით.




ელო მასწავლებელი... როგორ მრავლის მომცველია ეს სიტყვები...

მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში გვიხდებოდა ცხოვრება, მე მას სკოლაში პირველ კლაში მისვლისას შევხვდი როგორც სასწავლო ნაწილის გამგეს. უნებური კრძალვა–მორიდება მეუფლებოდა მის მიმართ.

მეოთხე კლასში რომ გადავედი, იგი ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი იყო. არასდროს დამავიწყდება მისი შევერცხლილი თმები, გვერდით გადაწეული, მონაცრისფერო პალტო, უბრალოდ ჩაცმული... სოსო მასწავლებელთან ერთად ნულიდან რომ დაიწყო ცხოვრება და ათქმევინა ,,ჩემი შემოსავალი ჩემი ეკონომიააო“.    

ახლაც თვალწინ მიდგას დაფის წინ მდგომი ცარცით ხელში, შენიშვნის ნაცვლად ცარცს რომ დააკაკუნებდა. მისი ბაგეებიდან წყაროსავით მოდიოდა ახსნილი მასალა, ვუსმენდი სულგანაბული და მინდოდა გაკვეთილი დიდხანს გაგრძელებულიყო... იყო შესანიშნავი მოქართულე, მაოცებდა მისი ამომწურავი სიტყვების მარაგი და ვოცნებობდი ასეთ მასწავლებლობაზე.... სწორედ მისი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურებაა ჩემი მასწავლებლად ჩამოყალიბება.

ჩემს სათაყვანებელ მასწავლებელს, ჩემს მისაბაძ ელო მასწავლებელს უსაზღვროდ უყვარდა ყველას მოსწავლე, მათი სიხარულითა და ტკივილით ცხოვრობდა.

იყო ჟურნალისტიკური ნიჭით დაჯილდოვებული, მეუბნებოდა: მამაჩემს რომ ნება დაერთო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარებდიო... ძალიან ბევრს წერდა, ბევრგან ყოფილა მისი ნაწერები გამოქვეყნებული. ფილოლოგის გარდა იგი კარგი ისტორიკოსიც იყო, ზედმიწევნით იცოდა ქვეშის წარსული, ყველა ადგილის ტოპონომია. გვეტყოდა ხოლმე:

,, თუ თქვენი ისტორია დაივიწყეთ, არც მომავალი გექნებათო..“

მახსოვს, ზვიად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის დროს, საწოლს იყო მიჯაჭვული... როგორ თანაუგრძნობდა ახალგაზრდობას... ,,შემომჩივლა, ნეტავ რამდენიმე წელი მეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოშიო..“

არ შეიძლება სიყვარულით არ გავიხსენო მისი თანამეცხედრე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იოსებ ელიზბარაშვილი. სიყვარულით რომ ვეძახდით სოსო მასწავლებელს. თვალწინ მიდგას აჩქარებული ნაბიჯებით სკოლიაკენ მიმავალი. იგი მე–7 კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ჩემი კლასის დამრიგებელი იყო.  დიდი სამამულო ომიდან დაბრუნებული, მრავალ ჭირ–ვარამ გამოვლილი, მხნე, შემართებული არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ბავშვების დიდი მეგობარი იყო. ხშირად ნახავდით ვაჟების გარემოცვაში, თავისი მამაშვილური დარიგებით მოძღვრავდა მათ.  აუღელვებლად არ შეეძლო განვლილი დღეთა გახსენება, მაგრამ ყოველთვის იმედიანი იყო. გვარიგებდა: ,, ჭირთმომთმენები ვყოფილიყავით“.  იყო მორალის დიდი დამცველი, უაღრესად პატიოსანი, სპეტაკი სულის ადამიანი. რამდენიმე წელი სკოლის დირექტორადაც იმუშავა. ყველა გაჭირვებულის ქომაგი და გვერდში მდგომი იყო,ელო მასწავლებელთან ერთად შესანიშნავი ქალ–ვაჟი აღზარდა. მისი განვლილი ცხოვრება ჩვენს თაობას მაგალითად გამოადგებათ. ორივე ჩემი საყვარელი მასწავლებლის ელოსი და სოსო ხსოვნას, ჩემს გულში დავიწყების ფერფლი არასოდეს გადაეფარება.

 

             ნინო რჩეულიშვილი

   მათი აღზრდილი მოსწავლე და მასწავლებელი

             13 ნოემბერი. 2009 წელი



ბავშვობაში ყოვლისშემძლედ მეჩვენებოდა. მეჩვენებოდა რომ ის ჩვეურებრივი მომაკვდავი ადამიანიანივით არ ცხოვრობდა. მის მზერაში უკიდეგანო სივრცეს ვხედავდი... სადაც მოძრაობდა და ცხოვრობდა თვითოეული მისი ნაბიჯი რაღაც სიახლის მომცემი იყო... უშრეტ ენერგიას ხარჯავდა თითოეულ მოსწავლეზე. დღენიადაგ ზრუნავდა  სოფელში წერა–კითხვის უცოდინარობის აღმოსაფხვრელად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 44 წელი იმუშავა ბავშვებთან, მან დიდი კვალი დატოვა სამომავლოდ სოფელში... დგეს კი ეს კვალი ყველასთვის სასიამოვნო სასიარულო გზაა... 

ხადახან სევდა ჩაუდგებოდა ხოლმე თვალებში...  ძალიან ბევრს ფიქრობდა ჩვენზე, დედ–მამაზე, თავის ოჯახზე, შვილებზე, მოსწავლეებზე და რავიცი ვინ არ იყო მისი ფიქრის მონაწილე.

ძალიან უყვარდა სამშობლო, საქართველოს ტკივილი მისი ტკივილი იყო. მან კარგად იცოდა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი სოფლის ასავალ– დასავალი.

თითქოს განგებამ ცხოვრების ერთგულ თანამგზავრად იოსებ ელიზბარაშვილს შეახვედრა. რომ არა მისი ერთგულება, მისი თანადგომა,  მისი სიყვარული მეუღლისა და თავისი ოჯახის მიმართ  ჩემი და,  ასეთი ლბომიერი ვერასდროს იქნებოდა.  სოსო იყო მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი....

ღმერთმა დალოცოს შენი დანატოვარი. შენი ლამაზი სულის დიდი ოჯახი. შენი შთამომავლობა, აღზრდილები და შენი დედმამისშვილები.

სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა ადგილსამყოფელში....

უკვდავება შენს დიად სულს....

 

   შენი ძმა ოთარი ქონიაშვილი 



ჩვენი ელო მასწავლებელი თავისი ქვეყნისა და სოფლის უზომოდ შეყვარებული... ბოლომდე დაიხარჯა და ისე წავიდა... შეერია ცათა სასუფეველს...

მახსენდება სოფლის შარაგზაზე სწრაფი ნაბიჯით მიმავალი თმადათოვლილი ქალი...

სიკეთის, სიბრძნის გორიერების სავსე, სევდიანი და ფრთხილი, ყოველი შემხვედრი რომ მოკრძალებითა და თავდახრით ესალმებოდა, თვითონ კი უშურველი სიტკბოთი და სიყვარულით პასუხობდა.

სხვამ ვინ,... თუ არა მან არ იცოდა სოფლის თვითოეული შვილის დარდი და გილისწუხილი. მავანს დაუძახებდა, მარჯვენა ხელს გადახვევდა , თავს გულთან ახლოს მიიტანდა, გამოჰკიტხავდა , დაარიგებდა, და ცხოვრების გზაზე დააკვალიანებდა, მადლიანი ძარღვიანი ქართულით მოძღვრადვდა ყველას – დიდსაც და პატარასაც.

სიცოცხლის ბოლოს , როცა უკანასკნელმა სენმა საწოლს მიაჯაჭვა,  მის სანახავდ მივედი, წყნარად, ნახევრად ჩამქრალი ცისფერი თვალებით გადმომხედა მის სასთუმალთან  მჯდომარეს და მითხრა: ,,ამ ქვეყნად, ყველაზე დიდი უბედურება სიბერე ყოფილაო, ამას წინათ მუხა დავთესე, ალბათ ჩემი ლადო მას საფლავზე გადმომირგავს და ხანდახან რომ შეხედავთ მას და მე გამიხსენებთ... ეს ჩემთვის დიდი რამე იქნებაო “

ერთხელ, დასვენებაზე თავისთან მიმიხმო და თვალებში ბედნიერების ცრემლჩამდგარმა მითხრა: გუშინ ჩემი შვილი წერილი მივიღე ჯარიდან,  მწერს მართლა არაცვეულებრივი დედა მყოლიხარ, აქ მეუბნებიან შენნაირ წერილები სხვას არავის არ მოსდისო....

თავის სწორუპოვრ მეუღლესთან ერთად მთელი ცხოვრება ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს შეალია.

მის შთამომავლებს გისურვებთ მტკიცე, მყარი ნაბიჯებით თავაწეულებს გევლოთ ქართულ მიწაზე. მათი სახელების უკვდავსაყოფად, თქვენ ხომ განსაკუთრებული წინაპრები გყავდათ. 

ლადო ამ ინსულტმა მეხსიერება და აზროვნება  სულ დამიქვეითა , მოსაგონარი ძალიან ბევრია, მაგრამ რა ვქნა... დანარჩენი სხვა დროს იყოს, იქნებ მოვახერხო..

      

            იზო გოხელაშვილი



                      ჩემი ელო მასწავლებელი

 

თავისებური ხიბლი ქონდა ელო მასწავლებელს სოფლის შარაზე.მისალმებაც მოკლე და მოზომილი იცოდა. თუმცა მის სალამსაც, დიდრონი ცისფერი თვალების შუქი თავისებურ შეგრძნების კვალს ტოვებდა სემხვედურის გულში. გატკეცილ შუბლზე მუდამ აზრთა ჯირითის ანაბეჭდი მოუჩანდა მოუჩანდა. სიარულიც ტავისებური იცოდა. ოდნავ წინ და გვერდზე გადახრილი.

მისი გამოჩენა, ცენტრალური ფიგურის გამოჩენას გავდა. და, ის ხომ სოფლასთვის მართლაც წარმოადგენდა ერთადერთ მთავარ პერსონაჟს, რომელსაც ოჯახისა და სკოლის პრობლემებზე წინ სოფლის პრობლემები ჰქონდა დაყენებული.  სკოლას დედა–ფუტკარივით  დაჰგურგურებდა. კლასი მონატრებით ელოდა მის შემობრძანებას. არაჩვეულებრივი მოკრძალებით ელოდნენ მოსწავლეები. ჰქონდა მასალის გადაცემის არაჩვეულებრივი უნარი და მკაფიო მეტყველება.

70–იან წლებში მისი ინიციატივით ქვეშის სკოლამ შეხვედრამოუქყო პოეტებს: ჟუჟუნა ვაშაგაშვილს და ეკლესიის გზაზე შემდგარ მირიან იორამაშვილს(ამჟამად მაღაროს კარის მეუფე თადეოზს) და ამ მოგენების ავტორს. მოგვეფერა, დაგვმოძღვრა და შემდგომი წარმატებები გვისურვა შემოქმედების გზაზე მავალთ.

თავად?... თავადაც  წერდა თურმე...

გულში დიდ სევდა დაუტევარს დაუწერია  ,, ქვეშელები“–ჩანაზატი სახით, რომელიც ,, საქართველოს ქალში“ დაუბეჭდავს.

1990 წელს, საქართველოს მწერალთა კავსირის გორის განყოფილებამ მოაწყო ჩემი შემი შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიჰყავდა  რესპუბლიკის დამსახურებულ მსახიობს ოთარ ქუთათელაძეს. მან დარბაზს წაუკითხა ელო მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი წერილი. იგი პატიებას მტხოვდა, რომ ავადმყოფობის გამო საღამოს ვერ დაესწრებოდა  და მადლობა უხდიდა საღამოს ცატარების თაოსნებს.

 სულ მალე იგი, დაემსვიდობა წითისოფელს...

ტან გაიყოლა ოჯახის, შვილების, სკოლის, სოფლის და მთლიანი საქართველოს დარდი, რომელიც ის –ის იყო თავისუფლებას და დამოუკიდებლობის ჟინით ფეხის ცერებზე შემდგარიყო...

შემოღამების სევდის დამღა და კაეშანი გარინდულიყო მის სპეტაკ შუბლზე, ასეთი მახსოვს იგი უკანასკნელ გზაზე გაცილებისას.

                     

        ჟუჟუნა ვაშაგაშვილი


ამ ლამაზი სიტყვებით გააცილა, უკანასკნელ გზაზე თავისი

საყვარელი მასწავლებელი და მოამაგე მეუფე თადეოზმა...

 

 

                                                         მწყწმსი თავის ცხვარს

                                                         ელის ფარში

                                                         ეძღვნება

                                                         სოსო ელიზბარაშვილს.

 

              ქართველია სულით მძლავრი,

              ქართველია მზე და ლომი,

              მხოლოდ სოსო გახსენების

              სისპეტაკის ეტალონის...

 

                                          სულს ახარებს, გულს ახარებს

                                          თუმც უბრალო ქართველია.

                                         მნათობებში დაიმკვდრა

                                         უკვდავების სანთელია.